სტუმარ პოსტი აგათასგან <3 :)

მაპატიე აგათა მაგრამ იმდენად მომკვეთა თვალი ამ პოსტის ბრრწყინვალებამ, რომ ვეღარ ვასწორებ(თუ არის) შეცდომებს :)

მაშ ასე!

—————————————————————————————-

ჰმმ !! ზუსტად ლორდ ჰენრივით გამიელვა თავში როცა კროს.კ-მ საკუთარ ბლოგზე სტუმარ-პოსტის დაწერა შემომთავაზა.
რაზე დავწერო?
ჩემი ბლოგი ხომ არაა რომ რაღაც სისულელეები ვილაპარაკო?
თან ისეთი უნდა იყოს ბლოგის თემატიკას რომ შეესამაბემა?
ჰო მართლა რა თემატიკა აქვს ორკუთხა ბლოგს?
ჰმმ!
მოკლედ ასე პასუხისმგებლობით აღსავსე შევუდექი კროს.კ-ს ბლოგისთვის პოსტის წერას.

გამარჯობა, მე აგათა ვარ ზარმაცი აბიტურიენტის ბლოგიდან, ეს კი ჩემი პირველი სტუმარ-პოსტია

მე ერთი რიგითი მოსწავლე ვარ, არც მაღალი ხელფასი მაქვს, არც საკუთარი მანქანა (მართვის მოწმობასაც კი ვერ ავიღებ ალბათ) შესამაბისად საზოგადოებრვი ტრანსპორტის აქტიური მომხმარებელი ვარ, მეტრო ჩემი ფავორიტია, მაგრამ არც ყვითელ ავტობუსებზე ვამბობ უარს.

რა სჯობს შენთვის მშვიდად ყურში “ნაუშნიკებ” (ვიცი ყურსასმენი რომ ჰქვია, უბრალოდ ყურში ყურსასმენგაჩრილი, რაღაც დებილური წინადადებაა) გაჩრილი რომ ზიხარ (უფრო დგახარ) მეტროში, უსმენ “აეროსმიტს” და ზოგადსაკაცობრიო ფიქრები გიტრიალებს თავში.
ან იმას რა სჯობს ავტობუსის მინაზე თავმიყრდნობილი მშობლიური ქალაქის პეიზაჟებით რომ ტკბები, და ცდილობ კონტროლიორთან მოჩხუბარი კაპასი ქალბატონის ხმა ფეხებზე დაიკიდო.

მოკლედ კვირაში ხუთჯერ მაინც მაქვს მეტროთი და ავტობუსით მგზავრობის სიამოვნება :)
რაღა დასამალია რომ მე მეტროთი მგზავრობა უფრო მიყვარს.
მოგეხსენებათ თბილისი კოლორიტული ქალაქია, ვის არ შეხვდები ვარკეთილიდან ახმეტელამდე (ან რუსთაველამდე, გააჩნია სად მიდიხარ) ძველ ბიჭებს, ახალ ბიჭებს (ლურჯი შარვლებით და ვარდისფერი მაისურებით, რომლებსაც ეს ძველი ბიჭები აგინებენ) ძველ გოგოებს (აი წითელი პომადა რომ უსვიათ, თბილისობიდან რომ ბრუნდებიან და დაბოხებული ხმით გაჰყვირიან “აეეეეეეეე, მეხაშეეეეეე” ) (მერწმუნეთ გაჰყვირიან) ბრაზიან დეიდებს, ურცხვ დეიდებს (თავზე რომ დაგადგებიან სანამ ადგილს არ დაუთმობ) ნაირნაირ აქცენტზე მოლაპარაკე თბილьისელებს.
ამაზე საუბარი ალბათ შორს წაგვიყვანს, დღეს სულ სხვა რამეზე ვაპირებ ყურადღების გამახვილებას.
ადამიანებზე სტატუსით “მაგ სათვალეს ინსტრუქცია არ მოჰყვა?!”
სხვა რა შეიძლება დავარქვა იმ ინდივიდებს, რომლებიც მეტროში და სხვა დახურულ დაწესებულებებშიც მუქი მზის სათვალეებით მოძრაობენ. მესმის რომ მაგარი სათვალე გაქვს, მესმის რომ ძვირიანი (რაც ხშირად ასე არაა) მაგრამ ხომ შეიძლება მეტროში მოიხსნა?
ვერავითარ ლოგიკას ვერ ვხედავ თუ რატომ უნდა გეკეთოს მეტროში მზის სათვალე, საკმარისი ხელის ერთი მარტივი მოძრაობა, რომ მეტროში ჩასვლისას ეს ლამაზი აქსესუარი მოიშორო.
მაგრამ არა ! არა და არა! ჩვენ ჯიუტად გავიკეთებს სათვალეებს და ვიქნებით ხამები !

რამდენჯერ ჩაუვლიათ ჩემს გვერდით გოგონებს მუქი მზის სათვალეებით ნიკაოამდე წასმული მუქი ტონალური კრემით და მაღალი ქუსლებით, აი დაქალოჩკებთან ერთად ქალაქში რომ გადიან (ქალაქი ეწოდება თბილისის ცენტრალურ ქუჩებს, უფრო რუსთაველს,(რიყის პარკმა ცოტა დაჩრდილა) ზოგჯერ ჭავჭავაძესაც. გარეუბანში მცხოვრებები გამიგებენ.) და სათვალეებით თავი მოაქვთ, ქართულად რომ ვთქვათ “ძერსკობენ” :)
დავკვირვებივარ მათ გამომეტყველებას (ნეტავ სხვა საქმე არაფერი მქონდა?) და ამიმიკითხავს დაცინვა იმ მოკვდავთა მიმართ, რომლებსაც ეს უწყინარი აქსესუარი მუდამ და ყველგან არ “უმშვენებთ” სახეს.

გოგონებს არც ბიჭები ჩამორჩებიან. აბა რა ვაჟკაცი ხარ თუ შავი სათვალეები არ გიკეთია?! მერე რა რომ არც მზეა და საერთოდაც მიწის ქვეშ ხარ. მთავარი ხომ ქართველობაა!

ბევრჯერ დამინახავს მზის სათვალეები შუახნის ქალბატონებზეც, დაახლოებით ისეთებზე დაქალებთან ერთად რომ მოძრაობენ ჯინსებით და ახალგაზრდობას რომ ვერ ელევიან.

კარგით რა!!!

მესმის რომ მეტროში თუ მზის სათვალე არ გაიკეთე რაა მამული?
მაგრამ სხვა ყველაფერში თუ მამული ფეხებზე გკიდიათ ახლაც დაიკიდეთ!

მოიხსენით სათვალეები მეტროში მაინც, რაც არ უნდა ძვირფასი იყოს ის!

კროს.კ გმადლობ რომ ამიტანე.

აგათა

დიდი მადლობა !

25 Responses

  1. ეგოისტურად მომწონს :)

    1. გამარჯობა, მე ორკუთხა ვარ :)

      1. გაგიმარჯოს, ორკუთხა! :)

  2. მოლ <3 გმადლობ

  3. gasaocariaaa… shesanishnaviaaaa… fantastikaaaa…. P.s ar vityodi amas ase da chemi ajobebda… saqartveloshi xom yvelaferi nacnobobit ketdeba…

    1. ამას აგათა უნდა გამოეხმაუროს ხო? :)

      1. :დ ზრდილობის ფარგლებში ვისაუბრებ შენს ბლოგზე :)

  4. :| საზიზღარო
    გმადლობ, ვციი რომ გულით თქვი <3

  5. თამო, რომ დაიკიდო ეს ყველაფერი არა?
    მეც ეგრე მაღიზიანებდა ადრე, მაგრამ მერე მივხვდი მაგაზე ფიქრიც არ ღირს :დ ხოდა ახლა ბედნიერი ვარ :დ :ულტიმეტჩოფერისრეკლამისსმაილი: :D

    1. მართალი ხარ სალ დაკიდება უტყუარი და კარგი გამოსავალია, ახლა უკვე დამშვიდებული სინდისით შემეძლება დაკიდება :პ სათქმელი ვთქვი უკვე :)

  6. me es yvelageri sheni intonaciit da gamometyvelebit damidga tvalwin (ki ara da yurwin)… erti siamovnebaa :D :D sagol :D :D:D

    1. გმადლობ ლალიკ და დიდი მადლობა კროს.კ-ს
      შენი შემოათავზება რომ არა ტუხ, ამ პოსტს დღის შუქი არ ეღირსებოდა :)

      1. ჰეჰ… და რა პოსტი დაიკარგებოდა… ესეიგი, ორი მადლობა. აგათას და ტუხას.

      2. ვსეგდა პაჟალუსტა :D

  7. [...] წინა პოსტში ვწერდი, ერთი რიგითი მოსწავლე ვარ და [...]

  8. ეეეეეჰ, აგათა, შვა სათვალეებს კიდევ რა უჭირს. რეიბანებით რომ დაირხევიან და მხედველობას ძალით იფუჭებენ :)

  9. ვაიმე როგორ მომეწონა. აუ გენაცვალე ავტორ… : )))

    1. ვაიმე უღრმესი მადლობა :)

  10. takk momewoonaaa <3

  11. [...] უფრო სწორად დავდექი. ყურებში ”ნაუშნიკებგაჩრილი”. მუსიკა რა თქმა უნდ ამაღალ ხმაზე [...]

  12. [...] და ყოველთვის )) ამაზე უკვე ვისაუბრე ერთხელ და ამიტომ აღარ განვავრცობ, მაგრამ [...]

  13. კარგი პოსტია, მაგრამ ყველა ერთ ტაფაში არ მოწვათ, იქნებ ნაცემია და ჩალურჯებულ თვალებს მალავს ის ძველი ბიჭი? :) ან გოგოები კიდევ :) ნუ მაგალითად ტუში შამოეფშხვნათ და სათალით მალავენ თავიაანთ გაკრასკულ თვალებს.

  14. *****წოდებული | Reply

    ჩემი აზრით ეგეთ ადამიანებს კომპლექსები აწუხებთ და ცოტათი საცოდავებიც არიან. ასე რომ, ძალიან ნუ გააკრიტიკებ. პოსტი მსუბუქია და მომეწონა…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 45 other followers