კლდის პირას მოთამაშე მოხუცზე

ჩემს სოფელში ერთი მოხუცი კაცი ცხოვრობდა. სასმელს გადაყოლილიო, ამბობდნენს სხვები. დადიოდა კარდაკარ და პატარ-პატარა საქმეებში ეხმაორებოდა მოხუცებს, რომლებიც სანაცვლოდ ჭიქა ღვინით უმასპინძლდებოდნენ ხოლმე. მასხსოვს, ყური მოვკარი ერთხელ ვიღაცის ნათქვამს-“უბედური, გადაყვა წიგნებს და აი რა შერჩაო.” ძმა რომ მიწას ამუშავებდა ეს თურმე მინდორზე წამოწვებოდა და კიხულობდა.

ერთხელ სახლამედე რაღაცის მიტანაში მივეხმარე და დამასაჩუქრა. ოთახიდან შინდისფერყდიანი წიგნით ხელდამშვენებული გამობრუნდა, გამომიწოდა და მითხრა- შენი იყოს, მოგეწონებაო. “თამაში ჭვავის ყანაში”- ეწერა დიდი ოქროსფერი ასოებით ყდაზე.

რამდენიმა გათენეული ღამის შემდეგ, როცა უკანსკნელი გვერდი გადავფურცლე, სულ უკან საინტერესო და უცნაურ წარწერას გადავაწყდი.

“ამ წიგნმა მასწავლა რა დროს უნდა გახედო ცას, რომ ჩამავალი მზე დაინახო”

წლების მერე დავკარგე. საერთოდ როგორც ხდება ხოლმე, ვიღაცამ ითხოვა და აღარ დააბრუნა. ახლა ძალიან მინდა წაკითხვა და თუმცა ის ძველი, შინდისფერყდიანი წიგნი აღარ მაქვს, წამკითხველის რომელიღაც განყოფილებაში მელოდება ელოქტრონული სახით და გამოცდების მერე აუცილებლად მივაკითხავ.

Advertisements

11 responses to “კლდის პირას მოთამაშე მოხუცზე

  1. მინდა წაკითხვა და აუცილებლად უნდა წავიკითხო, რამდენი ხანია ვეძებ ამ წიგნის ახალ გამოცემას. (ძველი წიგნი თვალებს მტკენს)

  2. მეც მქონია სახლში თან ორი , მაგრამ მერე ვიღაცას უთხოვია და ორივე დაიკარგა, როგორ მინდა წაკითხვა …. მეგობარს კი ვაჩუქე დაბადების დღეზე ლიგამუსის გამომცემლობის…

  3. და რატომღაც, როცა 3 წლის წინ ვამბობდი, რომ ეს ჩემი ერთ–ერთი საყვარელი წიგნი იყო, ყველა მეუბნებოდა, რომ ეს ცუდი წიგნი იყო და “ფუ, ეს როგორ მოგწონს”…
    რა კარგია, რომ ვიღაცას მაინც მოწონს ^^

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s