good bye, father

ტყავის სავარძლებში მოკალათებულ მოხუცებს ზაფხულის მზისთვის მიეშვირათ ჩამომჭკნარი სახეები და ძველ ალბომებს ათვალიერებდნენ, როცა კარზე კაკუნის ხმა გაისმა. მისტერ კროული იმდენად იყო წარსულში ქექვით გართული, რც კარის გაღების ხმა გაუგია და არც ის შეუმჩნევია, როგორ შემოაბიჯა ოთახში ახლგაზრდა მამაკაცმა.

-გამარჯობა, პიტერ.
-შეენ? რა გინდა?
– არაფერი, მივდივარ და დასამშვიდობებლად მოვედი.
-ჯანდაბამდე გზა გქონია.
-სულ მივდივარ. ცოლ-შვილიც მიმყავს.
-კარგად ბრძანდებოდე.

სემი, მისტერ და მისის კროულების ერთადერთი ვაჟი, იმ უმადური შვილების კატეგორიას არ მიუკუთვნებოდა, მშობლები ყველაფერს რომ თმობენ მათი კეთილდღეობისთვის და სანაცვლოდ მარტოობას იღებენ არც თუ ისე ტკბილ სიბერეში. არა, სემი ასეთი არ იყო. მამასთან ცუდი ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ უფროსი კროულის საშინელი ხასიათით იყო განპირობებული. ერთ-ერთი კამათის დროს სემმა გადაწყვეტილება მიიღო. მიიღო და აღარც გადაუთქვამს არასდროს – სახლი დატოვა.

-წავიდა, ხო, უმადური ეგ?- ჰკითხა მეუღლეს, რომელიც აცრემლებული თვალებით შემობრუნდა ოთახში.
-ჰო, წავიდა და ერთხელ მაინც დაივიწყე ეს შენი უაზრო იდეალები. აღიარე, რომ ერთადერთი შვილი სამუდამოდ გააქციე ჩვენი ცხოვრებიდან, სულელო ბებერო.

პიტერი ჯერ გაშტერებული უყურებდა ქალს, მერე ისევ ძველ ალბომებს მიუბრუნდა. ცოტახნის მერე, ერთ-ერთი სურათის უკან ძველი წერილიც იპოვა.იმდენად ძველი, რომ მისი არსებობის შესახებ აღარც კი ახსოვდა.

ჩინელი რომ ვყოფილიყავი, ჩალით დახურულ სახლში მეცხოვრა და მეთევზე მამაჩემის დამწვარი ბეჭებისთვის მეყურებინა მთელი დღეები; არასდროს მეთამაშა არავისთან ჩემნაირების გარდა, მეჭამა დედის მოხარშული და უნცაურად შეზავებული ბრინჯი; მეოცნება დიდ გემებზე საღებავაცლილ თითსტარა ნავში ჩაწოლილს ან მზეზე მოსიარულეს, მე ვერასოდეს გავიგებდი… ვერ გაივგებდი, რომ სევდას, წვრილ თვალებში ჩაგროვებულს, შვილები ერქმეოდა. ან რომ მეცხოვრა ინგლისში, ცხვირაწეული არისტოკრატების ოჯახში და მოხარშული ბრინჯის ნაცვლად სოფლელი მოახლის უცნაური რეცეპტით მომზადებული ბატის ხორცის ჩაშუშული მეჭამა მეორე კერძად. მერბინა მარტოს, თავდახრილს, ხის მრგვალ და დაუსრულებელ კიბეებზე დროის გასაყვანად, ვერ გამეგო, როგორ გადის ზაფხული და დგება შემოდგომა, არც მაშინ მეცოდინებოდა… ანუ, იმით უნდა დამეწყო, ძვირფასო მამა, რომ მე, ხო, მე, პიტერ კროული, დავიბადე შენს ოჯახში და შენ წახვედი ოჯახიდან. უკვე მოსულ პურის ყანაში შეაბიჯე და გათელე გზა. თუმცა ამ წერილს სასაყვედუროდ არ გწერ. უბრალოდ მინდა იცოდე, რომ მეც ჩამიდგა სევდა თვალებში. სემი ჰქვია. ”

წერილი ბოლომდე რომ ჩაიკითხა, წამოდგომა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. ტელეფონს გახედა. მერე უცებ ჟრუანტელმა დაუარა. აშკარად გრძნობდა, როგორ ეხებოდნენ პურის ხმელი თავთავები ხელისგულებზე და მიხვდა. შვილები არ მიდიან. მამები მიდიან ყოველთვის და ეს ასეა.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s