გამოცდისწინა ძილი

04:00

ახლა ვიხსენებ რას ვაკეთებდი შარშან ამ დროს. facebook-ი გახსენების კარგი საშუალებაა. მარტივია- ან სამეცადინო მქონდა და ამის შესახებ ვწუწუნებდი, ან მეძნა. თუმცა facebook-ის გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ ახლა მომაფიქრდა; მე კიდე პოსტს ვწერ, დიდხნიანი პაუზის შემდეგ პირველად და არ მინდა, რომ გავწყივტო. მერე აღარ მივუბრუნდები, ხომ ვიცი.

-რა ხდებოდა შარშან?

-შარშან აბიტურიენტი ვიყავი.

ზუსტად ერთი წლის წინ, ამ დროს, გამოცდებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო რომ იყო დარჩენილი და  ძილიც შესაძლებელი, ის მახსენდება. ახლა არ მძინავს,იმიტომ, რომ სტუდენტი ვარ და ხვალ ფინალური გამოცდა მაქვს ბიზნესის ადმინსიტრირებაში. ცუდია. არაფერი მიკეთებია მთელი სემესტრი. “უნდა გავძვრე”,” ვიზამ რამეს” – მთელი ორი დღეა ამ რეპლიკებით და უაზრო დაპირებებით ვიმხნევებ თავს. რეალურად მთელი ოთხი საათია პირველი თავი მაქვს გადაშილია და ვერ/არ ვკითხულობ. არადა ასეთი ზარმაცი და უნებისყოფო არ ვყოფილვარ.  უინტერესოა, ის რისი კითხვაც მიწევს, თან ცუდი ენით დაწერილი და უამრავი შეცდომით. მაგრამ მაინც ჩემი ბრალია.არ ვიმართლებ თავს.

o5:47

სამი თავით  წინ  წავედი. ახლა ორი საათით მაინც უნდა დავიძინო, რომ ცოტა აზრზე მოვიდე და გავაგრძელო. აივანზე გავედი. ყინავს, რა თქმა უნდა.  ყურსასმენები გავიკეთე და azealias-ს მოსმენა დავიწყე. ცოტა გამოვფხიზლდი, მაგრამ მაინც უნდა დავიძნო. მაღვიძარას ვაყენებ 8-ზე, მერე 08:05,08:10,08:15,08:20. იმედია გამეღვიძება.

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s