“აი ჩვენ კიდევ რა”

“რეალური სივრცისთვის” გაფიცულ კაზრეთზე სიუჟეტს რომ ვამზადებდით მთავარმა გმირმა გვითხრა:„საერთოდ დაბას უჭირს. აი ჩვენ კიდევ რა, ცოტა ზემოთ, „ხუთსართულიანებში“ ისე ცუდად აქვთ საქმე, ჩემთან დასახმარებლათ მოსულებს მეც კი ვერ ვუთხარი უარიო“. მათი „ჩვენ კიდევ რა“ რამდენიმე ათასიანი ვალი ბანკში და ორი მძიმედ დაავადებული ბავშია. მივედით შენობასთან და ვნახეთ, როგორ ცხოვრობენ ჩვენ გვერდით რეალური ადამიანები ირეალურ სივრცეში, სადაც კედლები, რკინები,ლეიბებიც ლაპარაკობენ და ამბობენ რომ მათი დახრჩობა უნდათ.

1009967_1469615363250501_519995304_n
ჰო, ილუზიაა მოლაპარაკე ლეიბები, რეალურია მხოლოდ ფაქტი – ლეიბი შეხებამდე გისველებს ხელს და რომ მასზე 13 წლის გოგოს სძინავს 12 წლის ძმასთან ერთად და 40 დღის ჩვილსაც.
ილუზიაა მოლაპარაკე რკინების გროვაც, რომელიც ხან პურს ჰგავს და ხანაც ძალიან უბრალო შოკოლადს. სამაგიეროდ, სულაც არ არის ილუზია მეექვსე კლასელი ბავშვი როგორ ჭრის მავთულის ღობეს, იპარება საწარმოს ტერიტორიაზე და უსარგებლო რკინას იპარავს. რკინა უსარგებლო მხოლოდ საწარმოსთვისაა, ბიჭი ამ რკინებს ჩააბარებს და პურს იყიდის, მაგრამ იჭერენ და შიში შავებში გამოწყობილი ადამიანებისა ყველაზე რეალური გრძნობაა ამ ბავშვისთვის, შიმშილის შემდეგ. მამაც ჯართის მოპარვისთვის დაიჭირეს და რვა წლის შემდეგ, რომელიც ციხეში გაატარა, სახლში ცეროზით დაავადებული დაბრუნდა.

დახმარების იმედი არ ჰქონიათ. გვითხრეს, ბევრჯერ გადაგვიღესო, მაგრამ ჩვენ რაო. დაპირებები მათთის ერთადერთი ილუზიაა, რომელზეც იციან, რომ არარეალურია. რეალურია მხოლოდ წყალი, ისიც ერთი მიმართულებით – ჭერიდან იატაკისკენ რომ მოედინება და საძირკველს უთხრის შენობას, რომელიც ჯერ ისევ დგას და რომლის ყველა მხარეს ფანჯრის მაგივრად სიციარიალეა, ზოგან კედელიც გამქრალი და მოუხედავად მსგავსი თავისუფლებისა, ქარი მაინც ვერ ახერხებს სამკედლიანი ოთახის გამოშრობას. მალე ჩამოინგრევა.


1797962_1469615386583832_1867536306_n

1798583_1469615429917161_577631602_n

1920221_1469615449917159_681267018_n

Advertisements

2 responses to ““აი ჩვენ კიდევ რა”

  1. დღეს სახლში რომ მოვდიოდი, სადარბაზოსთან მესამედი პური ეგდო. ვიღაცამ ავნიდან/ფანჯრიდან გადმოაგდო ალბათ.
    ხოდა, გული დამწყდა :/ ვიღაცისთვის ეგ მესამედი პური მთელი დღის საკვებია, ვიღაცისთვის კიდევ ნაგავი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s