მამა, აღსდექ!

tumblr_lr83niTQlS1qi3tbco1_500

ცოტა ხნის წინ, როდესაც მთელი მართმადიდებლური სამყარო შვილის მკვდრეთით აღდგომას ზეიმობდა, წითელ პარასკევამდე რამდენიმე კვირით ადრე, პატარა ქვეყნის პატარა დაბაში მამამ გადაწყვეტილება მიიღო და მოკვდა. შვილისთვის.

დღეს ერი და ბერი ასე ემოციურად რომ ეწინააღმდეგება ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას, მაშინ რატომ არავინ უქნევდა თითს არც მთავრობას და არც საკუთარ თავს. ვიღაცებმა თავი დამნაშავედ კი იგრძნეს, მაგრამ უმეტესობა მხოლოდ “აღშფოთებით” და ემოციური ფრაზის -მამა მენატრება – სოციალურ ქსელებში გაზიარებით შემოვიფარგლეთ. თუმცა ეს არ არის მთავარი. მთავარია ის, რომ მერე ყველაფერი ძალიან მალე მორჩა და მთავარი კიდევ ის არის, რომ ამ ჩვენს საათივით აწყობილ ქვეყანას დროის უკან დაბრუნების ფუნქცია არ აქვს. შესაბამისად ფაქტი, რომ მამა მკვდარია, არ იცვლება. არც ის იცვლება, რომ შვილი ცოცხალია და იცის – ცუდად აღარ უნდა გახდეს. ანუ ეს ისტორია მხოლოდ მამის და შვილის აღარაა, დედისაც არის და შვილის კლასელი ნიკასიც, მეგობარი ცუდად რომ გაუხდა და ნიკას მამის, რომელმაც უკვე იცის, როგორ უნდა/როგორ შეიძლება მოიქცეს აწი.

ანუ, იმის თქმა მინდა, მეგობრებო, რომ ამ ღირსეულ ქართველებს და ჭეშმარიტ მორწმუნეებს და მათ, ვინც ამ სარწმუნოებას ქადაგებას ანტიდისკრიმინაციულ კანონზე რომ გვენთება გულში დაუშრეტელი ცეცხლი პატრიოტიზმისა, მაშინ რატომ ვართ გულგრილები, როცა ჩვენს პატარა ქვეყანაში სოციალური პრობლემების, ინფორმაციის და განათლების ნაკლებობის გამო მამები თავს იკლავენ შვილების გადასარჩენად. იმიტომ, რომ შიათ შვილებს.

როცა შვილები ცუდად ხდებიან.

ჩვენ კი ვზეიმობთ ერთი შვილის მკვდრეთით აღდგომას და სამწუხაროდ, გვავიწყდება და ვერ ვხვდებით – კანონის სიძულვილის წინააღმდეგ მიღება იმაზე მეტად არ ვნებს და შეურაცხყოფს სარწმუნოებას, ვიდრე ის, რომ ისედაც წითელ პარასკევს მხოლოდ დაკლული ცხოვლების კი არა, ადამაინების სისხლითაც ვაწითლებთ კიდე უფრო.

Advertisements

One response to “მამა, აღსდექ!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s