take action

ანუ გაკვეთილი, როგორ უნდა მოვიქცეთ დღეს, თუ ტელევიზორთან მარტოდ, მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად მოკალათებულებს, ეკრანზე ლუციფერი გამოგვესახა და „გვახარა“, რომ ხვალ დედამიწა გაჩერდება,რომელიმე პლანეტის თანამგზავრი დატოვებს კუთვნილ ადგილს და შეგვეჯახება ანდა სულაც, მზე აფეთქდება და მთელ გალაქტიკას გაანადგურებს.

ინსტრუქცია:

. პირველ რიგში ჩავარდით პანიკაში. შემდეგ გაიქეცით აფთიაქში და იყდეთ სტერილური ბინტი, ბამბა და ყველაფერი ის, რაც თქვენი აზრით შემდგომში გამოგადგებათ (ცოტა ჭკვიანებს შეუძლიათ, ჯერ ეს უკანასკნელი მოითავონ და მხოლოდ შემდეგ აუკანკალდეთ მუხლები).

. მოიმარაგეთ სასმელი წყალი, სურსათ-სანოვაგე, წადით ახლობლების სანახავად, გამოემშვიდობეთ, გამოიტირეთ ერთმანეთი(სურვილისამებრ შეგიძლიათ აირჩიოთ ყველაზე დიდი, დაცული სარდაფი და ერთად შეხვდეთ აღსასრულს).

. სანამ დათქმული საათზი დადგება, გაიხსენეთ თქვენი ცხოვრების ყველაზე საისამოვნო მომენტები, მოინახულოთ საყვარელი ადგილები ანდა უბრალოდ ღრმად ჩაისუნთქეთ სუფთა ჰაერი.

მაგრამ გახსოვდეთ, მაშინ როცა, ასეთუისე ყველა, თქვენ-თქვენს სახელდახელო ბუნკერებისკენ გაემართებით, სახეჭორფლიანი ბიჭი, მაღალმთიან სოფელში, ხის საწოლზე გაშხლართული, დაღლილობისკან ძლივს წამოწევს თავს, დემრიელად დაამთქნარებს და ტკბილ ძილს მიეცემა.

2 responses to “take action

დატოვე კომენტარი