საჩემეთი

კრესს-ის სტუმარ პოსტი ორკუთხაზე

ტალახი ვალინკზე, ყელამდე ტალახი, ფრჩხილებშიც ტალახი.
იყო გოგონა ვალინკში და ექაჩებოდა საჭრელი კბილებით დიდსა და ქვასავით მაგარ პასკას.
თან მანქანაში იჭყიტებოდა რომ არ გამორჩენოდა სოფლის ორღობის ავან-ჩავანი
ნაკბეჩი პასკა გულზე მიიხუტა და კარგად დააკვირდა მანქანის მგზავრებს…

გადიან გარბიან წამები წუთები დღეები თვეები წლები საუკუნეები და რა გვრჩება ტალახი, ტალახი!!!
იგივ ტალახი რასაც დღეს მე დავცინი გონების შორეული ხვეულებიდან.

ეზო- სასიძოს დალოდებულ პატარძალს ჰგავდა. მწვანე ქათბზე თეთრი ყვითელგულა გვირილებით მორთული. თუთები ჯერ არ შეფოთლილან, მაგრამ დამპირდნენ, რომ მალე ააშრიალებდნენ მწვანე ფოთლებს.
ძველი კაკალი აღარ დამხვდა, აღარც „ბელკა“ დადიოდა კეთილი თვალებით. რაღაცები შეცვლილა, მაგრამ სუნი იგივე იყო. თბილი და კეთილი, მომლოდინე იყო საჩემეთი!
მე ვიგძნობ რომ საჩემეთში უნდა დავბრუნდე, მასაც გაეხარდება და დამელოდება სანამ გონების ზანტი, ბნელი მცონარე კუნჭული მიიღებს ერთ-ერთ უნაზესსა და უსაღეს გადაწყვეტილებას!!!

3 responses to “საჩემეთი

დატოვე კომენტარი